LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა – ახალი დეტალები აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით

87

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ  ბიზნესცენტრ მოზაიკაში მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე გადავარდა. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს.

„თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ “მოზაიკაში” მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g