პაპარაცებმა 61 წლის ვარსკვლავი აივანზე დააფიქსირეს. მადონა 26 წლის შეყვარებულთან, აჰლამალიკ უილიამსთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც თავის „გოგონას“ საკმაოდ პიკანტური მასაჟი გაუკეთა.
მალევე წყვილს, მადონას ქალიშვილი და მისი შეყვარებულიც შემოუერთდნენ, თუმცა ეს არ გამხდარა მიზეზი იმისა, რომ „შეყვარებულებს“ თავი შეეკავებინათ ფიზიკური სიახლოვისგან, უფრო მეტიც, მადონა ხან თავის „ბოიფერენდს“ ეფერებოდა, ხანაც თავისი ქალიშვილის მეგობარ ბიჭს კოცნიდა.
რაც შეეხება მადონას გარეგნობას, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დროის ყველაზე ეპატაჟურ პოპ-არტისტს საკმაოდ დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ტურნეს „Madame X“ ფარგლებში დაანონსებული 3 კონცერტი გადადო, ფანებს კი განუცხადა, რომ მუხლის საშინელი ტკივილი სტანჯვს.