როგორც იცით, პოპ-ვარსკვლავი მადონა საკონცერტო ტურნეს სახელწოდებით „Madame X“ მართავს. სულ ცოტა ხნის წინ, კი BBC-მ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 61 წლის პოპვარსკვლავმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამი კონცერტის გაუქმება მოუწია.
მადონას კონცერტის ორი საათის გადაწევის გამო უჩივიან (ფოტო/ვიდეო)
საქმე ისაა, რომ ნეიტ ჰოლანდერმა მადონას კონცერტზე 3 ბილეთი შეიძინა, რომელიც 17 დეკემბერს მაიამიში, 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მადონამ კონცერტის დაწყების დრო 22:30 საათზე გადაწია
სანამ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდებოდა მანამდე მომღერალმა სან-ფრანცისკოში ფანებს განუცხადა, რომ მუხლის საშინელი ტკივილი ტანჯვს, ახლა კი „ფეისბუქის“ საშუალებით ვარსკვლავი აცხადებს:
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, კონცერტებს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს და მათი გაუქმება ჩემთვის სასჯელია. თუმცა, ტკივილი, რომელსაც განვიცდი, გაუსაძლისია, იძულებული ვარ ექიმებს დავუჯერო, რომ მალე გამოვჯანმრთელდე და კონცერტებზე გამოსვლა შევძლო.“
ცნობისთვის, კონცერტები ბოსტონში უნდა ჩატარებულიყო. თუ რა აწუხებს 61 წლის ვარსკვლავს და რა კონკრეტულ დაავადებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
https://www.youtube.com/watch?v=42PFe-OudGs&feature=emb_title