LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„613 შეწყალებული პატიმარი არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რომ საპატიმრო დაწესებულებები უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს“ – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

116
ლევან მახაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეხმიანება.

მახაშვილის თქმით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, რომ საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმით უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს, ოღონდ გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით“.

„ზოგადად, შეწყალების პროცესი პატიმართა წერილებით, პატიმართა განცხადებებით იწყება, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და აქვთ შეწყალების სურვილი. შეწყალების პროცესი სწორედ ასე იწყება და არა იმგვარად, რომ თითქოს ვინმეს მიერ ობიექტურად თუ სუბიექტურად პატიმართა შერჩევა ხდება.

613 არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, რადგან საუბარია პატიმართა 6-7%-ზე და ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით, პატიმართა რაოდენობა კვლავაც მაღალია.

როდესაც შეწყალების პროცესი დასრულდება და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან, დაახლოებით 8 500 პატიმარი გვეყოლება, რაც ძალიან მაღალია. მეტსაც გეტყვით, მომავალშიც გაგრძელდება იმაზე ზრუნვა და მუშაობა, რომ საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმით უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს, ოღონდ გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

მრავალი წელია, რაც საქართველოში მასშტაბური შეწყალება არ განხორციელებულა. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტი წინა პრეზიდენტმა ინდივიდუალურ მექანიზმად აქცია, როცა რამდენიმე პატიმარი საკუთარი მეგობრებისა და ნაცნობების თხოვნის საფუძველზე შეიწყალა. ეს დასრულდა, შეწყალება ობიექტურ პროცესში მოექცევა“, – თქვა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g