შერონ სტოუნი საუდის არაბეთში „წითელი ზღვის“ საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. 10-დღიანი ფესტივალის ფარგლებში 61 ქვეყნიდან 131 ფილმი იყო ნაჩვენები. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 64 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა სენსაციურ კაბაში. ეს გახლდათ ღია ფერის წულის კაბა, რომელიც ფენებად იყო დაყოფილი და მას ულამაზესი საყელო ასრულებდა. ამ კაბას მოდის ექსპერტებმა სენსაციური უწოდეს, რადგან სტოუნმა მართლაც ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.
ღონისძიების სტუმრებს შორის ასევე იყვნენ პრიანკა ჩოპრა და ალექსანდრა ამბროსიო.
64 წლის შერონ სტოუნმა Icon Magazine-ის გარეკანი დაამშვენა
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი, 64 წლის შერონ სტოუნი „ჰარპერ ბაზარის“ გარეკანზე