გამოკითხულთა 66 პროცენტის აზრით, ბიძინა ივანიშვილი, იმის მიუხედავად, რომ აღარ იკავებს ოფიციალურ თანამდებობას, კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად.
NDI-ს კვლევის მიხედვით, მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილებების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. არცერთ მოსაზრებას არ იზიარებს 4%.
56%-ის აზრით, ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.
