LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67 წლის მადონა 29 წლის შეყვარებულზე ფარულად დაინიშნა

180
page

პოპის დედოფალი, 67 წლის მადონა 29 წლის შეყვარებულზე, აკიმ მორისზე ფარულად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა ახლა ეს ამბავი RadarOnline-მა ოფიციალურად დაადასტურა.

„მადონა არ აპირებს დროის ფლანგვას და მზადაა, ბედნიერება იპოვოს. მან უკვე ყველაფერი ნახა, მაგრამ ახლა რაღაც ნამდვილს ეძებს. აკიმი აძლევს მას სიმშვიდეს, სითბოს. ის მას აცინებს, აძლიერებს და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს“, – განაცხადა წყარომ.

ინსაიდერების თქმით, მადონა მოჯადოებულია აკიმით, თუმცა, წყვილი მაინც გეგმავს საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას.

„რა თქმა უნდა, მადონა მოამზადებს კონტრაქტს. აკიმს ამაზე არანაირი პრობლემა არ აქვს.” – ამბობს ინსაიდერი.

ცნობისთვის, მადონა ორჯერ იყო დაქორწინებული მსახიობ, შონ პენზე და რეჟისორ, გაი რიჩზე. მას ჰყავს ორი ბიოლოგიური შვილი ლურდესი და როკო და ოთხი ნაშვილები ბავშვი.

ფოტო/ვიდეო: „ლაბუბუს“ ტორტი, ფეიერვერკი და დაუვიწყარი მოგზაურობა იტალიაში – მადონამ 67 წლის იუბილეზე ცხოვრების ოცნება აისრულა

ვიდეო: „ტომ ფორდის“ თეთრი ორეული და სადა იმიჯი – 66 წლის მადონამ 37 წლით უმცროსი შეყვარებული წითელ ხალიჩაზე პირველად გამოაჩინა

66 წლის მადონა მესამედ თხოვდება, მისი რჩეული 28 წლის აკიმ მორისია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები