67 წლის ჰოლივუდის ლეგენდა, შერონ სტოუნი, Vogue Adria-ს ივნისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. შთამბეჭდავი, შავ-თეთრი ფოტოსესია ლოს-ანჯელესის ცნობილ სტუდიაში გაიმართა. მსახიობი ფოტოობიექტივის წინაშე მკერდმოშიშვლებული, მამაკაცების გარემოცვაში, თამამად პოზირებდა.
„მე მჯერა კეთილი ადამიანების, ეს არის ჩემი პოლიტიკური კრედო. ბედნიერება ბუნებრივი მდგომარეობა არ გახლავთ, ის მძიმე შრომაა და ყოველდღიური არჩევანი. ჩვენ, ადამიანებს, არ გვჭირდება ვიყოთ ვინმეზე მეტი, თუმცა არც იმას ვეგუებით, როცა ვინმეზე ნაკლები ვართ“, – აცხადებს შერონი.
ფოტოების სერიამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
„ის შეუდარებელია“, „ყოველ დღე უფრო და უფრო მშვენდება“, „ნუთუ, მართლაც 67 წლისაა…“, „67 წლის შერონის მარადიული ცეცხლი“, – არ წყდება კომენტარები.
შერონ სტოუნი შეუდარებელ ფორმაშია – 66 წლის მსახიობის უახლესი გამოჩენა
66 წლის შერონ სთოუნი „ტონი ვარდის“ 3 ათასი ვარდით მოფენილ წითელ კაბაში












