LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ჩვევა, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრების მოწყობაში

26

ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები. ცუდი ამბები მაგალითად: სასახურიდან დათხოვნა, განქორწინება, ახლობლების გარდაცვალება – უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ყველაზე ცუდ გავლენას ჩვენზე რუტინა ახდენს. შეიძლება ეს რუტინა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ სწორედ ეს უმნიშვნელო დეტალები განაპირობებენ ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

საბედნიეროდ, ძალიან ბევრი რუტინული პრობლემების გადაჭრის გზას მარტივად შეგიძლიათ მიაგნოთ, მთავარია მონდომება. ჩვენ კი ჩვენის მხრივ, გთავაზობთ 7 ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრების მოწყობაში…

 

 

უწესრიგობა

უწესრიგობიდან თავის დაღწევას თქვენი გონება თქვენგან დამოუკიდებლად ცდილობს. მუდმივი უწესრიგობა სამუშაო მაგიდაზე, სახლში, გარდერობში თუ ავტომობილში, გაიძულებთ ქაოსში იცხოვროთ. პოზიტიური ფიქრები აუცილებლად ტოვებენ თქვენს გონებას და რჩებით თქვენი პრობლემების წინაშე პირისპირ. ამის მოგვარება კი ძალიან მარტივია: მუდამ ეცადეთ მოაწესრიგოთ თითოეული წვრილმანიც კი.

 

 

უძილობა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძილის ნაკლებობას განიცდის, მუდმივად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება და ძალიან ბევრ საკითხში არაადეკვატურიც შეიძლება აღმოჩნდეს. თუ უძილობა ქრონიკულში გადაიზრდება, რისკი იმისა, რომ თქვენს ფსიქოლოგიას დიდი ზიანი მადგეს, იზრდება. ამიტომ, კარგი იქნება თუ საკუთარ თავს კოფეინის მიღებასა და გვიანობამდე კომპიუტერთან ჯდომას აუკრძალავთ. ნორმალური ცხოვრების რიტმში გატარებული ერთი კვირის შემდეგ, თქვენ ისევ ენერგიით სავსე იქნებით.

 

 

ალკოჰოლი

ალკოჰოლის მიღება ნერვულ სისტემას იმაზე მეტ დარტყმას აყენებს, ვიდრე ამას წარმოიდგენთ. გარდა ამისა, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მირთმევას ერთი დიდი მინუსი აქვს, ის დაძინებაში გეხმარებათ, მაგრამ თქვენს გამოღვიძებას უშლის ხელს. თუ მაინც და მაინც ალკოჰოლის მიღება გსურთ, ის წლით გააზავეთ, თუმცა, უკეთესი იქნება თუ საერთოდ უარს იტყვით ალკოჰოლზე.

 

 

ვარჯიშზე უარის თქმა

ფიზიკური აქტივობა სხეულის საუკეთესო მდგომარეობის შენარჩუნებაში გეხმარებათ. გარდა ამისა, რეგულარული ვარჯიშები დიდ როლს თამაშობს თქვენ ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებაში. სპორტდარბაზში სიარულით ადვილად დაძლევთ დეპრესიას, მოდუნდებით და გონებას პოზიტიური ფიქრებით დატვირთავთ, რაც დადებითად მოქმედებს ფსიქოლოგიაზე.

 

 

აგრესია

აგრესია და იმედგაცრუება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ფსიქიკის დაუძინებელი მტერი. იმედგაცრუებული ადამიანი, ინსტიქტურად ხდება მძლავრი აგრესიის წყარო, ასეთ ადამიანებს კი დეპრესია ადვილად ამარცხებს. კარგი იქნება, თუ მაქსიმალურად შეამცირებთ აგრესიის გამოვლინებას და ეცდებით ყველაფერი პოზიტიურ ტალღაზე მომართოთ. მსგავსი საქციელი მეტ თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს შეგმატებთ.

 

 

 

შედარება

სოციალური ქსელები ჩვენ ცუდ სამსახურს გვიწევს. მისი მეშვეობით ჩვენ ვხედავთ როგორ ცხოვრობენ და ერთობიან სხვები, რისიც ქვეცნობიერად გვშურს. შესაბამისად ვაკეთებთ შედარებას და ვცდილობთ მაქსიმალურად გავეჯიბროთ და მივბაძოთ მათ. ამ ყველაფერს კი დეპრესიამდე მივყავართ. ამიტომ, კარგი იქნება თუ კონცეტრირებას საკუთარ ნაბიჯებზე, ცხოვრებასა და ურთიერთობებზე მოვახდენთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარება უფრო მეტ სიამოვნებას მოგგვრით, ვიდრე სხვა ადამიანების ცხოვრების ყურება.

 

 

შინაური ცხოველები

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შინაური ცხოველები ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებენ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გარეთ ცივა და ცხოველებს ჩვენს სივრცეში უწევთ ცხოვრება. ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ საკუთარი სივრცის ბატონ-პატრონები ვართ და ძნელად ვეგუებით სხვის შემოჭრას. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ადამიანი, თუ შინაური ცხოველი, მათი გამოჩენა ჩვენში ქაოტურ შეგრძნებებს იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები