LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 პროდუქტი, რომელიც განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს – ექიმის რჩევა

163
1_7OGOfnMCKaRwcVWg_QgUZg

განწყობის გასაუმჯობესებლად სპეციალისტები სხვადასხვა აქტივობებს გვირჩევენ, იქნება ეს ვარჯიში, დროის ჰაერზე გატარება თუ საყვარელი შინაური ცხოველის მოფერება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და აღმოჩნდა, რომ განწყობაზე გავლენას ახდენს თქვენი მენიუც. დიახ, არ მოგესმათ, ის თუ რა არჩევანს გააკეთებთ პროდუქტის მაღაზიაში, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ფიქრობდით.

1. ორაგული
ისეთი ცხიმიანი თევზი, როგორიც ორაგულია, ომეგა-3-ითაა მდიდარი და კარგია როგორც გულის მუშაობისთვის, ასევე განწყობისთვის. ორაგულში შემავალი სასარგებლო ელემენტები დადებითაც მოქმედებს გონებაზე და დეპრესიის პროვოცირებას უშლის ხელს.

2. შავი შოკოლადი
დიახ, შოკოლადს ნამდვილად შეუძლია განწყობის გაუმჯობესება. არაერთი კვლევითაა დამტკიცებული, რომ შავი შოკოლადის მოხმარება დეპრესიის კლინიკურ სიმპტომებს ამცირებს.

3. თხილი
თხილეული სასარგებლო ცხიმებითაა სავსე. ამ პროდუქტს ორგანიზმის მუშაობის პროცესზე საკმაოდ დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია და განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

4. ისპანახი
სევდის გასაფანტად მშვენიერი იარაღია ბოსტნეული. მაგალითად, ისპანახი რომელიც B ვიტამინითაა სავსე, ეს ვიტამინი კი ტვინის ფუნქციონირებაზე დიდ გავლენას ახდენს. უფრო მეტიც, B12 ვიტამინის, ასევე B6 ვიტამინის დეფიციტს დეპრესიის გამოწვევა შეუძლია.

5. ყავა
რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ფინჯან ყავას განწყობის გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია. მაშინ, როცა კოფეინი ზოგიერთ ადამიანში შფოთს იწვევს, მისი მეშვეობით ტვინში გამომუშავდება ნივთიერება, რომელიც დაღლილობის შეგრძნებას ებრძვის.

6. გოგრის თესლი

გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეზიუმს, მინერალს რომლის დეფიციტიც პირდაპირ კავშირშია დეპრესიასთან.

7. კენკრა

კენკრა თავისი ანტიოქსიდანტური მახასიათებლებითაა ცნობილი, აძლიერებს იმუნიტეტს და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, აღმოჩნდა რომ კენკრა შეიცავს ასევე კერსეტინს, ნივთიერებას რომელიც ნერვულ სისტემაზე ბუნებრივი ანტიდეპრესანტივით მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები