LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 სექტემბერს ევროპის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება – რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

211
ევრიპის მოედანი

7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხენა მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება ევროპის მოედნიდან ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

აღნიშნული ღონისძიების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოხვდება თავისუფლების მოედანზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით:

ავტობუსები: N102, N301, N305, N309, N325, N331, N333, N337, N344, N345, N350, N371, N393

მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები