გვენ სტეფანი, როგორც სოლო არტისტი, მუსიკალურ სამყაროს ახალი დისკით უბრუნდება. ცნობილი გახდა, რომ 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელი მომღერალი მეხუთე სტუდიურ ალბომს – Bouquet გამოუშვებს. 54 წლის შემსრულებლის მომავალი ჩანაწერის რელიზი 10 ნოემბერს შედგება. კრებული 10 სიმღერას აერთიანებს, რომელთაგან Purple Irisis მეუღლესთან, ბლეიკ შელტონთან დუეტია.
ფირფიტის ლიდ სინგლს – Somebody Else’s მუსიკოსი, 20 სექტემბერს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ გვენ სტეფანი დამოუკიდებლად მუსიკალურ ასპარეზზე, 2004 წლიდან გამოჩნდა. მან პოპულარობა, 90-იან წლებში, საკულტო ბენდის – No Doubt ვოკალისტობით მოიპოვა.