70 წლის შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ალაბამას ეკლესიაში სამი ადამიანი მოკლა – ინფორმაციას Theguardian ავრცელებს.
პოლიცია ამბობს, რომ კაცმა ესროლა ადამიანებს, რომლებიც ყოველთვიურ სადილს ესწრებოდნენ ბირმინგემის გარეუბანში. სამართალდამცველების ცნობით, კაცმა, რომელიც დაესწრო ღვთისმსახურებას წმინდა სტეფანეს ტაძარში, ამოიღო თოფი და სასიკვდილოდ ესროლა სამ ადამიანს, რომელთაგან ერთი საკუთარი ცოლის ხელებში გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
ჯეფერსონის ოლქის პროკურორმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს, რობერტ ფინდლეი სმიტს, ბრალი წაუყენეს მკვლელობის მუხლით.
ეკლესიის პასტორმა თქვა, რომ მრევლმა შეიარაღებული კაცის მოგერიება და თავდასხმის შეჩერება საკუთარი ძალებით სცადა. ეკლესიაში მისულმა მორწმუნეებმა კაცი პოლიციის მისვლამდე გააკავეს.