LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„70 წლის ქალს აეროპორტში რომ დახვდები და კვერცხებს ესვრი… მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა, ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ…“ – ოპოზიციის შეფასებები კადრებზე, სადაც მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს

1013
ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე ჯერ სალომე ზურაბიშვილთან მიდის და მას მოღალატეს უწოდებს, შემდეგ კი მე-5 პრეზიდენტის მისამართით კვერცხებს ისვრიან.

მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. როგორც სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა:

„თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ, როცა ამ დანაშაულის გამოძიებას დაიწყებს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მედიაში გავრცელებულ კადრებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც ეხმაურება:

„70 წლის ქალს აეროპორტში რომ დახვდები და კვერცხებს ესვრი – ხარ ნა******ი! თან მანამდე რომ გიხსნიან „ქალი რო ქალია და კაცი კაცი“. სამარცხვინოები”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც დახვდნენ და მასაც კვერცხები ესროლეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“, რომელიც მათ ადგილზე „ქართულმა ოცნებამ“ დაახვედრა.

„სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა, წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“… რა უკვირს? არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა?“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

გიორგი გახარია: „წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილის სახე, როცა ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g