2018 წელს, 22 წლის მსახიობმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია, ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს სასამართლოში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლა, თუმცა, მტკიცებულებების არქონის გამო საქმე შეჩერდა.
ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ აღნიშნული საქმე კვლავ აქტუალურია და საქმე ხელახლა განიხილება. როგორც ჩანს, დაზარალებულმა მხარემ ძალადობის დამადასტურებელი ფაქტები წარადგინა.
როგორც ტაბლოიდები აცხადებენ, ჟერარ დეპარდიე ახალგაზრდა გოგონასთან სახლში მიდიოდა და მას თეატრალური პიესისთვის ამზადებდა. ამ პერიოდში კი მას სექსუალურად ავიწროებდა.