LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

77 წლის ელტონ ჯონმა ახალი ალბომი დააანონსა, რომელიც 20 დღეში ჩაიწერა

123
ელტონ ჯონი

სერ ელტონ ჯონი სცენაზე ბრუნდება, მომღერალმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი ალბომი გაყიდვაში მალე გამოვა. ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა, ალბომი 77 წლის ლეგენდარულმა არტისტმა 20 დღეში ჩაწერა.

ეს გახლავთ პირველი ალბომი 2021 წელს აღებული პაუზის შემდეგ. ახალი ალბომის სახელწოდებაა Who Believes In Angels და ეს გახლავთ ფოლკლორის მომღერლის, ბრენდი კარლაილისა და სერ ელტონ ჯონის კოლაბორაცია.

ალბომი გაყიდვაში 4 აპრილს გამოვა.

ელტონმა უკვე წარადგინა პირველი სიმღერა, რომელიც თავად ალბომის სახელს ატარებს. მუსიკოსის თქმით, Who Believes In Angels მისი ერთ-ერთი ყველაზე რთული მუსიკალური ნამუშევარია.

ალბომის კონცეფცია ჯერ კიდევ 2023 წელს ელტონ ჯონმა, 11 გზის „გრემის“ მფლობელმა ბრენდი კარლაილმა და ენდრიუ უაიტმა შეიმუშავეს. ეს უკანასკნელი სიმღერებისა და ტექსტების ავტორი და პროდიუსერია. ალბომი Sunset Sound Studios-ში ჩაიწერა და მუსიკოსებმა ახალი ნამუშევრების შექმნას, მხოლოდ 20 დღე მოანდომეს.

ელტონ ჯონი ,,ოსკარებზე” მეხუთედ წარადგინეს

ვიდეო: 77 წლის ელტონ ჯონის დაუვიწყარი პერფორმანსი „დისნეი ლენდში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები