LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მარტს გენუაში ქალის არომატის მქონე ნაყინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი

144
thumb_1024x663_gelato-11zon

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იტალიის, კერძოდ კი გენუის მონახულება რატომ უნდა იყოს ცუდი აზრი? ადგილობრივმა ნაყინის კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ამ დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული არომატის მქონე ნაყინი დაემზადებინათ და მათი მთავარი ინსპირაცია ქალი იყო. ამის შესახებ the Mayor წერს.

მთელი კვირის განმავლობაში, სამი პოპულარული სანაყინე Capriccio, Cremeria delle Erbe და Viganotti მომხმარებელს სპეციალურად მომზადებულ დესერტს სთავაზობდა, ისეთს რომელიც ქალად ყოფნის არსის საუკეთესო გამოხატულება უნდა გამხდარიყო.

“დღეს წარმოდგენილი უნიკალური ინიციატივის ფილოსოფია, გენუელი ნაყინის მწარმოებლების ოსტატობის და კრეატიულობის წყალობით ნათელია: ის უბრალო ჟესტიც კი, როგორიც ნაყინის ჭამაა, 8 მარტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს.“

გენუელებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს მათი შემოქმედებითი ტალღა მთელ რეგიონს მოიცავს და შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოსაც დაიპყრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები