LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 რჩევა საუკეთესო პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად

44
bag-and-hands-2

პირველი პაემანი, სამსახურის ინტერვიუ თუ თქვენი საქმისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა – რაც არ უნდა იყოს პირველი შთაბეჭდილება შესაძლოა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო პირველი ემოცია დატოვოთ.

1. ღიმილი
თითქოს ეს ისედაც ნათელია, მაგრამ ღიმილით იმაზე მეტის თქმა შეგიძლიათ ვიდრე სიტყვებით. ღიმილი ბევრად უფრო თავდაჯერებულს, პოზიტიურს და ენერგიულს გამოგაჩენთ.

2. დაჯექი გამართული
სხეულის ენას თქვენზე ძალიან ბევრის თქმა შეუძლია. თუკი დაძაბული ხართ, ნერვიულობთ, თავს დაუცველად გრძნობთ, თქვენმა პოზიციამ არ უნდა გაგცეთ. დაჯდომისას გამართული პოზა შეარჩიეთ, რაც თქვენს მოსაუბრესაც მეტ თავდაჯერებულობას შესძენს.

3. იყავი პოზიტიური

შენი ქცევა ვიღაცისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს.

4. მოუსმინე

ეს ძალიან გავრცელებული შეცდომაა. როცა ვნერვიულობთ, ბევრს ვლაპარაკობთ და უხერხული სიჩუმე გვაშინებს. არადა უმჯობესია, საუბრის საშუალება მეორე მხარესაც მივცეთ და უბრალოდ მოვდუნდეთ.

5. დასვი კითხვები

საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი უყვართ. პირველი შეხვედრისას დასვით ბევრი კითხვა: როგორ ხარ? როგორ ჩაიარა შენმა დღემ? რამდენი ხანია რაც იქ მუშაობ? და ა.შ.

6. ჩაიცვი შესაბამისად

როგორი პირველი შთაბეჭდილების მოხდენასაც არ უნდა ცდილობდეთ, ჩაიცვით შესაბამისად. ნებისმიერ შეხვედრას თავისი დრეს-კოდი აქვს და წესების გათვალისწინება ძალიან კარგი იქნება.

7. გამოიყენე სახელები

ადამიანებს მოსწონთ, როცა სახელით მიმართავენ. ეს გარკვეულწილად ყურადღების გამომხატველია.

8. თვალებით კონტაქტი

თვალებში ყურება თავდაჯერებულობის მანიშნებელია. მზერის არიდება კი ცუდ ტონად ითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები