LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის კელვინ კლაინი ჩვენებაზე 20 წლის წინ განქორწინებულ ცოლთან ერთად მივიდა

238
82 წლის კელვინ კლაინი ჩვენებაზე 20 წლის წინ განქორწინებულ ცოლთან ერთად მივიდა

მოდის ლეგენდა კელვინ კლაინი ნიუ-იორკში ყოფილ მეუღლესთან, კელისთან ერთად გამოჩნდა. წყვილი 20 წელია, რაც განქორწინებულია. 82 წლის დიზაინერი საკუთარ ჩვენებაზე იმყოფებოდა. შავ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი კლაინი ელეგანტურად გამოიყურებოდა, ხოლო კელის შავი კლასიკური პალტო ეცვა. როგორც გამოცემები წერენ, კელვინი და კელი ახლო მეგობრებად რჩებიან.

კელვინ კლაინი და კელი რექტორი 1986 წელს დაქორწინდნენ და 2006 წელს დაშორდნენ. თავად შოუ სავსე იყო ვარსკვლავებით, მათ შორის იყვნენ კრისტი ტერლინგტონი, ქეით მოსი, კენდალ ჯენერი და სხვები.

80 წლის კელვინ კლაინი 45 წლით უმცროსმა მეგობარმა ბიჭმა მიატოვა

„ბედნიერი წყვილი“ – 79 წლის კელვინ კლაინი 33 წლის გულის სწორთან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები