მედიაში 85 წლის ლეგენდარული მსახიობის, ალ პაჩინოს დაქორწინების შესახებ ცნობები გავრცელდა. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაჩინო ლოს-ანჯელესში, ლეონარდო დიკაპრიოს ბლოკბასტერის, „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ ღონისძიებაზე გამოჩნდა.
მსახიობმა ფოტოები დიკაპრიოსთან და ტეიანა ტეილორთან ერთად გადაიღო, სადაც ის ქორწინების ბეჭდით პოზირებდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს მედიაში პაჩინოს შეყვარებულის, ნურ ალფალაჰის ფოტოები გავრცელდა. ის პაპარაცებმა ცნობილ წამყვანთან და პროდიუსერთან, ბილ მართან ერთად გამოიჭირეს. ნური და 68 წლის ბილი გვიან ღამით, სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ამის შემდეგ ალი მას დაშორდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ პაჩინომ ნურს ღალატი აპატია და ისინი კვლავ ერთად არიან. ბოლოს წყვილი ერთად ორი თვის წინ გამოჩნდა. მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.
85 წლის ალ პაჩინოს უსაყვარლესი ვაჟის უახლესი ფოტოები


