საუდის არაბეთში, Joy Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულ სტუმრებს შორის გახლდათ ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსი. 87 წლის მსახიობს თან მეუღლე, სტელა აროგიავე ახლდა. მეუღლეები ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ და ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ორივე შავ სამოსში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად ენტონი ჰოპკინსს სახლი განადგურდა.
„სანამ ყველანი ვცდილობთ, რომ ამ ხანძრების შედეგად მიღებული იარები მოვიშუშოთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, რაც თან მიგვაქვს, სიყვარულია, რომელსაც გავცემთ“, – ასეთი ამაღელვებელი სიტყვებით გამოეხმაურა ამ ფაქტს ჰოპკინსი.
„საკუთარი ცხოვრების აღწერა საკმაოდ უცნაური პროცესია“ – ენტონი ჰოპკინსი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს