88 წლის რეჟისორი, ვუდი ალენი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. რეჟისორი და 56 წლის სუნ-ი პრევინი ლიტერატურული ჟურნალის პრემიერაზე მივიდნენ, რომლის მთავარი თემაც წყვილების ნაცნობობა გახლავთ.
შეგახსენებთ, ვუდი ალენი და მისი გერი, სუნ-ი 1997 წელს დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ვუდიმ მასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო. ის მეუღლეზე 32 წლით უფროსია.
„ალენი ფეროუს წინააღმდეგ“ – HBO-ს სკანდალური სერიალი ვუდი ალენის შესახებ
ფოტო: 85 წლის ვუდი ალენი და 50 წლის სუნ-ი პრევინი ხელჩაკიდებულები ნიუ-იორკის ქუჩებში