LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90 წლის პიერ რიშარმა „კანის კინოფესტივალზე” თავისი ახალი ფილმი წარადგინა

194
90 წლის პიერ რიშარმა „კანის კინოფესტივალზე” თავისი ახალი ფილმი წარადგინა

„კანის კინოფესტივალის” ფარგლებში ფილმის „კაცი, რომელიც ხედავდა დათვს” პრემიერა შედგა. ფილმის რეჟისორი ლეგენდარული მსახიობი პიერ რიშარია, რომელმაც თავად წარადგინა ფილმი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.

90 წლის კინოს ლეგენდა წითელ ხალიჩაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავ პიჯაკსა და თეთრ შარფში. ის ფოტოგრაფებთან მეუღლესთან, სეილ ლესერდთან ერთად გამოჩნდა.

ეს გახლვათ პიერ რიშარის პირველი ფილმი 30 წლიანი პაუზის შემდეგ. ფილმი „კანის კინოფესტივალის” არასაკონკურსო ჩვენებაზე წარადგინეს.

ედრიან ბროუდი და მისი საცოლე ულამაზეს მარჯნისფერ კაბაში „კანის კინოფესტივალზე”

62 წლის კვენტინ ტარანტინო და მისი ულამაზესი მეუღლე „რობერტო კავალის” მბზინავ კაბაში, „კანის კინოფესტივალზე”

A$AP Rocky კანის კინოფესტივალზე ორსულ რიანასთან ერთად მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები