აშშ-ში 91 წლის ჰაროლდ პიუმ და 90 წლის ფრენსისმა თავიანთი ქორწინების 70 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნეს – მათ ეკლესიაში ოცნების ქორწილი გადაიხადეს. ამის შესახებ Local News წერს.
ჰაროლდმა და ფრენსისმა ერთმანეთი 1950-იან წლებში, სასრიალო მოედანზე გაიცნეს. მალევე დაიწყო მათი რომანი და ისინი დაქორწინდნენ, როცა ჰაროლდი 21 წლის იყო, ფრენსისი კი – 20-ის. მაშინ წყვილმა მხოლოდ ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტებს და საქორწინო ცერემონია არ გადაუხდიათ.
2026 წელს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ წყვილი ნამდვილ ქორწილს იმსახურებდა. მათ ორგანიზება გაუწიეს ეკლესიურ ცერემონიას, სადაც ჰაროლდმა და ფრენსისმა საკურთხევლის წინ კიდევ ერთხელ დადეს სიყვარულისა და ერთგულების ფიცი.
„ამდენი წლის შემდეგაც ისევ მიყვარს ის, ვაფასებ და ვუფრთხილდები ყველაფერს, რაც ჩემთვის გაუკეთებია,“ – თქვა ფრენსისმა.
ცერემონიაზე მათ ჰკითხეს, როგორ შეიძლება ასეთი ძლიერი და ხანგრძლივი ქორწინების შენარჩუნება. წყვილმა უპასუხა:
„აირჩიეთ სწორი ადამიანი, ვისთანაც ცხოვრების ბოლომდე იქნებით, და არანაკლებ მნიშვნელოვანია – ღმერთი პირველ ადგილზე დააყენოთ.“