LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი „რომეო და ჯულიეტა“ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – მსახიობები როლზე უკვე დაამტკიცეს

400
ტომ-ჰოლანდი

კომპანია Jamie Lloyd Company ადასტურებს, რომ შექსპირის უკვდავი პოემის, ,,რომეო და ჯულიეტას” ახალ თეატრალურ დადგმაში  მთავარ როლებს ფრანჩესკა ამევადუჰ-რივერსი და ტომ ჰოლანდი შეასრულებენ.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ,,ინსტაგრამზე” ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ხალხს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რასისტული განცხადებებისგან, რომლებიც ჯულიეტას როლის შემსრულებლის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში დაიწყო.

კომპანიამ სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას სამწუხარო რასობრივი დისკრიმინაციის ქარცეცხლი უწოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანჩესკა ამევადუჰ-რივერსი უნიჭიერესი მსახიობია და კომპანია მის უფლებებს ბოლომდე დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები