პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა, „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, 10:00 საათზე. არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა დღეს მიუსაჯა.
დღესვე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.