„ევროპარლამენტართა ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წარმოუდგენელია და ვერ გაუგია როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება:
„დეპუტატები ვინ არიან?! 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასეთი რამ აბსურდია.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეფასება გააკეთა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზეც, რომლითაც მან ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს ყველას, „ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს”.
ეს არის უბრალოდ, ვიტყოდი, დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტის ამ ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, მორჩილი, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არის თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.