სელინ სონგი მეორე სარეჟისორო პროექტზე მუშაობს. 35 წლის რეჟისორი შარშანდელი წარმატებული დებიუტის შემდეგ, რომანტიკულ კომედიას – Materialists იღებს.
კინოსურათი, რომელშიც მოქმედება ნიუ-იორკში განვითარდება, წარმოებაში 29 აპრილს ჩაეშვა.
ახლახან, ,,მატერიალისტების’’ გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ მომავალ რომკომში მთავარ როლებს: დაკოტა ჯონსონი, კრის ევანსი და პედრო პასკალი ასრულებენ.
ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, წლევანდელ ,,ოსკარებზე’’, სელინ სონგმა პირველი ნამუშევრისთვის – Past Lives ორი, მათ შორის ,,საუკეთესო ფილმის’’ ნომინაცია მიიღო.