ერთ-ერთი სტუდენტი ემიგრანტ დედას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ როდესაც დედა ემიგრაციიდან ჩამოვა, მას უნდა მთლიანი საქართველო დაახვედროს:
“ეს სამშობლო არის ჩვენი, ახალგაზრდების. ნუ მიგვაქანებენ რუსეთისკენ… დე, ვიცი რომ ახლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ.
შენ რომ იტალიიდან ჩამოხვალ, მე მინდა რომ მთლიანი საქართველო დაგახვედრო”- ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.
ცნობისთვის, სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მომიტინგეები სკანდირებენ: “საქართველო”.
დემონსტრანტები ერთი თვეა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
დე, ვიცი რომ ეხლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ — თსუ-ის სტუდენტი„დე, ვიცი რომ ეხლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ, შენ რომ იტალიიდან ჩამოხვალ მინდა მთლიანი საქართველო დაგახვედრო“ — თსუ-ის სტუდენტი
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 14 მაისი, 2024