„რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამჟამად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ბერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერებს უკვე მერამდენედ ეშლებათ არეულობის გეგმა.
მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ თავი აკონტროლონ:
„საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს როგორ ადვილად კარგავთ დაყენებულ სახეს და ავლენთ საკუთარ თავს. არეულობის საწყის მიზეზს გამჭვირვალობის კანონს დავუბრუნდეთ – ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კანონი იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი დესტრუქციული ძალების ხელში რეალური მიზნის დასაფარავად.
მათი აზრით, ამ კანონის რუსულად შეფუთვა, ყველაზე მარტივი სამანიპულაციო საშუალება იქნებოდა მასების „გასაბრაზებლად“. ეს ნაწილობრივ მოახერხეთ, მაგრამ ცოტა ხნით. ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს, როცა დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს – ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას
„ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გაფორმებულიყო როგორც პატარა სოფელი, არ მოხდა.“
როგორც ბერაძემ აღნიშნა, კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან წამოწყებული მთელი ეს პროცესი სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: „როგორმე დაიცვან მილიონობით დაფინანსება, რომელსაც ისინი იღებენ და გაურკვეველი შავბნელი მიზნებისთვის ხარჯავენ“.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ერთადერთია – „ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც მზად არის ნებისმიერ რამეზე წავიდნენ, ნებისმიერი დავალება შეასრულონ“.
„აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს ის ადამიანები მოუწოდებენ და აძლევენ დირექტივებს, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მმართველები იყვნენ. ესენი არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ემატება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, რომელიც თავის დამკვიდრებას მისი ყველა გამოსვლისას მხოლოდ შუღლის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პოლარიზებით ცდილობს, ყოვლად ბოროტი ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური უმცირესობა კი მოგვიწოდებს დავდგეთ არა საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, არამედ მის საპირისპიროდ.
რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და გვინდა ევროპაში დაბრუნება.
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აუცილებლად გამოვნახავთ გზას ამ მიზნების შესასრულებლად. საქართველო ღირსებით და ამაყად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ყველაფერი კი იქნება ქართველი ხალხის ნება და გამოხატულება 2024-ში, რომელსაც გამარჯვებით 26 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ“. – განაცხადა რიმა ბერაძემ.
„დაჯექი, შე გაუნათლებელო ქალო“ – დეკანოიძე წილოსანს