LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალიორკაზე მასობრივ ტურიზმთან ბრძოლა გააძლიერეს

138
SEI_203892144

ესპანურ კუნძულ მალიორკაზე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი სასტუმროების რაოდენობას შეამცირებენ: დასაძინებელი ადგილები 18 ათასით ნაკლები უნდა გახდეს.

მიზანი – მასობრივი ტურიზმის შეზღუდვაა, რაც ადგილობრივთა ცხოვრებაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, წერს I news.co.uk.

ამიერიდან მალიორკის კურორტებზე დამსვენებლებისთვის 412 ათასი ლეგალური დასაძინებელი ადგილი დარჩება. ტურიზმის ადგილობრივი მრჩევლის თქმით, ინიციატივას მხარი დაუჭირეს სასტუმროებმაც და ჰოსტელებმაც.

მომავალში კი მალიორკა აპირებს, რომ იმ ტურისტებისთვის ვინც საზოგადოებრივ ადგილებში შეუფერებლად იქცევა, მაღალი ჯარიმები დააწესოს. სავარაუდოდ, ვანდალიზმისთვის, ნასვამი დებოშისთვის და ჩხუბისთვის ვიზიტორებს 3 ათას ევრომდე თანხის გადახდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები