LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასტრო სივრცე „ცირკი“ სტუმრების სეგმენტს აფართოებს – მალე რესტორნის ტერასა გაიხსნება

993
ცირკი

2023 წლის ოქტომბერში, ქ. გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე, გასტრო სივრცე „ცირკი“ გაიხსნა. მას შემდეგ შაპიტოს ფორმის რესტორანი ქალაქის მცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისთვის დროის სასიამოვნოდ გატარების შეუცვლელ ადგილად იქცა. ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით აღნიშნული სივრცე ვიზიტორებს ბევრ სიახლეს ჰპირდება.

ლანა ბლიაძე, გასტრო სივრცის „ცირკი“ თანადამფუძნებელი:

– გასტრო სივრცე „ცირკი“ სასტუმრო „გორი ინნის“ ეზოში მდებარეობს. მისი გახსნის იდეაც სასტუმროს დამფუძნებლებს გაუჩნდათ, რადგან მუდმივად იყო მოთხოვნა სივრცეზე, სადაც სტუმრები არა მხოლოდ გემრიელი კერძების მირთმევას, არამედ დროის მხიარულად გატარებასაც შეძლებდნენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გორის ცირკი ფუნქციონირებდა, შესაბამისად, როდესაც ბრენდბუქის შექმნაზე დავიწყეთ მუშაობა, უპირველესად, სახელმა დაგვაფიქრა –  რამდენადაც მოგვწონდა ისტორია და ის, რომ ამ სივრცეში უდიდესი დღესასწაულები ეწყობოდა, რომლებიც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა მაყურებელს, იმდენად ვფიქრობდით რისკებზეც – ცირკი და კვების ობიექტი ჩვენს წარმოდგენაში ერთმანეთს ვერ დავაკავშირეთ. თუმცა შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ისტორია გაცილებით მნიშვნელოვანია და მიზნად დავისახეთ, ამ სივრცის ახალი სიცოცხლისთვის თავი არ დაგვეზოგა, გვემუშავა და ის თითოეული სტუმრისთვის შეგვეყვარებინა. საბედნიეროდ, სტრატეგიამ გაამართლა, „ცირკი“ დღეს უკვე ბრენდია, რომელიც შიდა ქართლში ყველამ იცის.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალაქი გორი ტურისტულად ძალიან საინტერესო ლოკაციაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე სათანადოდ არაა დაფასებული. რამდენიმე წლის წინ სასტუმრო „გორი ინნიც“ ამ ლოგიკით ავაშენეთ. დედაქალაქიდან 40 წუთის სავალ გზაზე ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ განიტვირთო, ისარგებლო სასტუმროს სერვისებით და საღამო ენერგიულად და საინტერესოდ გაატარო გასტრო სივრცეში. შესაბამისად, თუ ორი წლის წინ დასვენების მსურველები გორს, ალბათ, ყველაზე ბოლო ვარიანტად განიხილავდნენ, დღეს ტენდენცია შეცვლილია. რაც შეეხება რესტორანს, აქაც ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ვცდილობთ ადგილობრივების ცნობიერება გავზარდოთ იმ კუთხით, რომ მართალია „ცირკი“ პრემიუმ სივრცეა, მაგრამ ჩვენთან სტუმრობა ნებისმიერ მათგანს შეუძლია. მენიუს შეკვეთისას არ გვაქვს არანაირი ლიმიტი, მაქსიმალურად ვერგებით თითოეულ სტუმარს.

– რა გამოარჩევს გასტრო სივრცეს ქალაქში არსებული კვებისა და გართობის სხვა ობიექტებისგან?

გასტრო სივრცე „ცირკი“, უპირველესად, ინტერიერით და ექსტერიერით იქცევს ყურადღებას. როგორც აღვნიშნეთ, რესტორანს შაპიტოს ფორმა აქვს, შიდა სივრცეში კი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ჭერიდან დაშვებული ფარდები და საოპერო სტილის უზარმაზარი ჭაღი ახდენს, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

რესტორანი გამოირჩევა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდითაც – ბრენდ შეფი ყველასთვის ცნობილი მანუელ ფაუნდეს ბარანდაა, აღმასრულებელი შეფი კი სატელევიზიო პროექტის „სამზარეულოს ომების“ გამარჯვებული დემნა ყუფუნია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამშრომლების 95% ადგილობრივია და ეს განსაკუთრებით გვეამაყება, აღნიშნულ სივრცეში 80-ზე მეტი ადამიანის დასაქმება შევძელით. 

გასტრო სირცე განსაკუთრებულ გარემოს ყოველდღიური მრავალფეროვანი შოუ პროგრამითაც ქმნის – ჩვენთან შესაძლებელია როგორც ქალაქური ჰანგების მოსმენა და ეროვნული ქორეოგრაფიით, ასევე თანამედროვე რეპერტუარითა და ევროპული ცეკვებით ტკბობა. 

– ძირითადად ვინ არიან გასტრო სივრცის სტუმრები?

– გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ „ცირკს“ რამდენიმე კატეგორიის სტუმარი ჰყავს: სასტუმროს დამსვენებლები, ადგილობრივი მცხოვრებლები, კორპორაციული ღონისძიებების მსურველები და წყვილები, რომლებსაც განსაკუთრებულ გარემოში სურთ მათი ცხოვრების გამორჩეული დღის აღნიშვნა.

– როგორც ვიცი, მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებებიც გაქვთ?

– ჩვენი სივრცე განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული წვეულებებისა და ქორწილებისთვისაა. ამ მიმართულებით „ცირკის“ გუნდი მომხმარებელს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამკვეთს მხოლოდ თარიღი უთქვამს, ჩვენ კი მისთვის სივრცის დიზაინი, შოუ პროგრამა, გასართობი პროგრამა, ფოტო-ვიდეო გადაღება, ერთი სიტყვით, ყველა სერვისი დაგვიხვედრებია. ასე რომ, მთავარია სურვილი, დანარჩენს „ცირკის“ გუნდი აგვარებს.

ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ბათუმელი წყვილის ქორწილი იყო. რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, იმდენად მოეწონათ რესტორნის გარემო, რომ მიუხედავად სიშორისა, ქორწილის გორში გადახდა გადაწყვიტეს. შესაბამისად, სტუმრების 80%-ი წვეულების შემდეგ სასტუმროში განთავსდა.

რაც შეეხება აქციებს, ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლის გახარებას. დაბადების დღის აღნიშვნის შემთხვევაში 10%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ, ქორწილის აღნიშვნის შემთხვევაში კი – კომპანია „მარიგოლდის“ საპატარძლო კაბაზე 20%-იან ფასდაკლებას, გარემოს დიზაინით უზრუნველყოფას და სასტუმროში „გორი ინნ“ საპრეზიდენტო ნომერში ფოტოსესიას საჩუქრად.

– საზაფხულო ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებულ გეგმებზეც მოგვიყევით.

– ზაფხულზე მართლაც განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ. ვფიქრობთ, რესტორანმა აქტუალობის პიკს სწორედ ამ სეზონზე უნდა მიაღწიოს, ამიტომ მთელი გულით ვემზადებით.

მალე „ცირკის“ ტერასა გაიხსნება, სადაც სტუმრებს ცივი, ჩამოსასხმელი ლუდის და შიდა სივრცისთვის განსხვავებული მენიუს დაგემოვნება შეეძლებათ. ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმრების სეგმენტი გაფართოვდება. თუ აქამდე დრესკოდის გავლა უწევდათ და შიდა სივრცეში სადღესასწაულო ღონისძიებებზე გვსტუმრობდნენ, ტერასის გახსნის დღიდან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ უკვე ნებისმიერი სამოსით შეეძლებათ მოსვლა. 

გარდა ამისა, 2 ივნისიდან ყოველ კვირას, ჩვენს სივრცეში იუმორისტული შოუ დაიწყება, რომლის გმირებიც როლანდ ოქროპირიძე, ადელინა გოგუაძე, რესტორნის ბენდი „ფემილი“ და ქორეოგრაფიული ჯგუფი „გორდასი“ იქნებიან.

ჩვენს სტუმრებს ვპირდებით, რომ „ცირკში“ გატარებული ყოველი წუთი ბედნიერების ემოციით იქნება სავსე და ეს ემოციები მათ კიდევ ბევრჯერ დააბრუნებს ჩვენთან.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g