ინტერნეტში ქეით მიდლტონის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ უელსის პრინცესა საჯაროდ აპრილის ბოლოს უნდა გამოჩენილიყო, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიდლტონი საზოგადოების წინაშე 2024 წლის ბოლომდე არ გამოჩნდება. ამ ინფორმაციას თან დაერთო ცნობილი მიმომხილველის, ჯიმი კორსეტის სტატუსი სოციალურ ქსელში, სადაც ის ამტკიცებს, რომ ქეით მიდლტონი თითქოსდა უკვე გარდაიცვალა და ამ ინფორმაციას სამეფო ოჯახი მკაცრად ასაიდუმლოებს.
ცხადია მიმომხილველის სტატუსზე სამეფო ოჯახს არ უპასუხია. ამ ეტაპზე ქეთის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ცნობები არ გავრცელებულა. ვიცით მხოლოდ ის, რომ უელსის პრინცესა სამეფო ვალდებულებების შესრულებამ სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნით გადაიწია.
ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს