LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბადების დღეს ჩემო გოგო! ცოტა ადამიანს ვიცნობ მისნაირს… ახლა ნიკოს გარეშე კიდევ უფრო გამოჩნდა მისი სიძლიერე, მიმტევებლობა და უნარი თმენისა“ – ნინო ზამბახიძე იუბილარ იზა ომაძეს ემოციურ პოსტს უძღვნის

425
იზა ომაძე, ნინო ზამბახიძე

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე იუბილარია.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იზა ომაძეს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციური პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში.

„როდესაც პრეზიდენტმა ნიკო ღირსების ორდენით დააჯილდოვა მაშინ გავიფიქრე, რომ თუკი ვინმე ღირსების ორდენის კავალერია სწორედ იზა არის თქო ❤️ ცოტა ადამიანს ვიცნობ მისნაირს და ცოტა მეიმედება მასავით.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საოცარი გოგოა♥️ ერთგული, კეთილი, ძლიერი , მშრომელი და რაც მთავარია უბრალოდ დიდებული ადამიანი. ახლა ნიკოს გარეშე კიდევ უფრო გამოჩნდა მისი სიძლიერე, მიმტევებლობა და უნარი თმენისა. იზა მინდა იყო ჯანმრთელი შენი ნიკოსთვის გიასთვის, ბავშვებისთვის და ჩვენთვის მეგობრებისთვის❤️ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო გოგო!“

როდესაც პრეზიდენტმა ნიკო ღირსების ორდენით დააჯილდოვა მაშინ გავიფიქრე, რომ თუ კი ვინმე ღირსების ორდენის კავალერია სწორედ…

Posted by Nino Zambakhidze on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

„ეს ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებით შექმნათ მომავლის საქართველო“ – იზა ომაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g