LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Eyed Peas-მა ,,ცუდი ბიჭების” ახალი ნაწილის საუნდტრეკი გამოუშვა

215
attachment

7 ივნისიდან, ეკრანებზე უილ სმიტისა და მარტინ ლოურენსის მონაწილეობით, Bad Boys: Ride or Die გამოჩნდება. პოლიციური ფრენჩაიზის – ,,ცუდი ბიჭები” მე-4 ნაწილში, თანამედროვე და მაღალკვალიფიციური პოლიციის დანაყოფი – ძველი გვარდიის ,,ცუდი ბიჭების” პირისპირ აღმოჩნდება.

,,ოსკარებზე” 10 წლით დაბლოკილი უილ სმიტი ,,ცუდი ბიჭი” კიდევ ერთხელ გახდა

ცნობილი გახდა, რომ საკულტო ფილმის მომავალი ეკრანიზაციის მთავარ მუსიკალურ თემაზე, Black Eyed Peas-მა იმუშავა. Tonight– ასე ჰქვია საუნდტრეკს, რომლისთვისაც ამერიკულმა ბენდმა დომინიკელ რეპერთან – El Alfa და ამერიკელ არტისტთან – Becky G ითანამშრომლა. სიმღერაში, ინგლისური როკ ჯგუფის – Genesis 1986 წლის ჰიტის – Tonight, Tonight, Tonight სემპლია გამოყენებული.

ცნობისთვის, ახლახან, Black Eyed Peas-მა საზაფხულო ტურნეს, საქართველო ოფიციალურად დაამატა.

Black Eyed Peas თბილისში კონცერტს გამართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები