LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს შვილს ახლახან დაურეკეს – „იცი, რომ დედა მოღალატე გყავსო?“ გაეშვით შვილს… უფრსკულისკენ მიექანებით“ – თამარ ბელქანიას თქმით, მის 12 წლის შვილს უცხო ნომრებიდან ურეკავენ

699
თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას განცხადებით, მის 12 წლის შვილს უცხო ნომრიდან პირები ურეკავენ და ეუბნებიან, რომ „დედა მოღალატე ჰყავს“.

„დაურეკო შვილს და უთხრა, რომ დედა ქვეყნის მოღალატეა, არის უსუსური მცდელობა დისკრედიტაციის. გაეშვით შვილს. პ.ს დაღმართზე- მუხრუჭიც აღარ იჭერს. უფრსკულისკენ მიექანებით. ჩემმა შვილმა ზუსტად იცის, ვინ ჰყავს დედა“, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ბელქანიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ თამარ ბელქანიას დაუკავშირდა. წალენჯიხის მერის მოადგილე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა უცხო ნომრიდან განხორციელებული პირველი ზარი:

„მე რამდენჯერმე დამირეკეს, მანამდე, დაურეკეს ჩემს შვილს, დათუნას – პირველად ორი კვირის წინ დაურეკეს უცხო ნომრიდან, რომელსაც არ უპასუხა.

მე როდესაც დამირეკეს, მითხრეს: „თქვენ და თქვენმა შვილმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ქვეყნის მოღალატე ხართო“.

ჩემს შვილს საკუთარ ნომერზე ახლახან რომ დაურეკეს, დათუნას ეძინა და ტელეფონს მე ვუპასუხე – „დათუნა ხარო?“, ხმა არ ამომიღია და მითხრა: „იცი, დედა მოღალატე გყავსო“, ვუთხარი „მოღალატე დედა გისმენთ-მეთქი“ და გათიშეს.

დათუნა ყველგან დამყავს, მათ შორის, აქციებზე – ვუხსნი, რატომ ვართ იქ. სახლშიც, მეგობრებშიც, საჯარო გამოსვლებზეც იმავეს ვლაპარაკობ, ჩემს გვერდით ფიქსირდება – ფოტოებზე, ვიდეოეში, მიმართვების დროს გვერდით მიდგას, ასე რომ მან იცის, დედა არანაირი მოღალატე არ არის. ამაზე არ ვნერვიულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი შვილისადმი გარკვეული ბულინგია.

ამას პირდაპირ ვუკავშირებ ჩემს პოზიციას. ეს ზარები მუქარისშემცველი არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი 12 წლისაა, მასაც დავეკითხები და ვიფიქრებ, როგორ შეიძლება თავის დაცვა. ნომერს ნამდვილად არ შევუცვლი, არ მინდა იფიქროს, რომ რამის შემეშინდა, არაფრის შემშინებია, უბრალოდ ვფიქრობ, როგორ დავიცვათ თავი“, – უთხრა „ფორტუნას“ თამარ ბელქანიამ.

დაურეკო შვილს და უთხრა, რომ დედა ქვეყნის მოღალატეა, არის უსუსური მცდელობა დისკრედიტაციის. გაეშვით შვილს. პ.ს დაღმართზე- მუხრუჭიც აღარ იჭერს. უფრსკულისაკენ მიექანებით. ჩემმა შვილმა ზუსტად იცის ვინ ყავს დედა

Posted by Tamar Belkania on პარასკევი, 31 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g