დევიდ ბექჰემი და მისი ოჯახი „ჩემპიონთა ლიგის“ მორიგ შეხვედრას, ინტერ-მაიამის თამაშს დაესწრო. პაპარაცებმა ლეგენდარული ფეხბურთელი მაშინ გადაიღეს, როცა თავის 12 წლის ქალიშვილს, ჰარპერს ეხუტებოდა. ვარსკვლავური მამა-შვილის თბილმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრეს.
ფოტო მატჩიდან „ინსტაგრამზე“ მოგვიანებით თავად დევიდმაც გაავრცელა.
„სამი ქულა ვერ ავიღეთ, მაგრამ ეს პატარა ხომ ჩემთანაა“, – წერს დევიდი.