ახლახან მარიამ გეგუჩაძის მამამ და ტელეჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა მეუღლემ, ნიკოლოზ გეგუჩაძემ დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
როგორც ჩანს, ნიკოლოზ გეგუჩაძეს ძალიან კარგი სასიმღერო მონაცემები აქვს.
მან მეგობარ ლიზა ბაგრატიონთან ერთად მისივე სიმღერა „მეგობრებს“ სცენაზე შეასრულა.
ლიზას და ნიკოლოზს მეგობრები, ნინო ნახუცრიშვილი და ზუზუ ეხმარებოდნენ.
ვიდეოს ხალისიანი შეკრებიდან თაკო დოლაბერიძე ავრცელებს.