Megan Thee Stallion-მა ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. მომავალი მუსიკალური პროექტის რელიზის თარიღი, მან ატლანტაში ჩატარებულ კონცერტზე გაასაჯაროვა. 29 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებლის თქმით, მისი მესამე სტუდიური ალბომი – Megan დღის სინათლეს 28 ივნისს იხილავს.
14 მაისს, Megan Thee Stallion-მა კარიერის პირველი მასშტაბური – Hot Girl Summer Tour დაიწყო. ამჟამად, რეპერი ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოგზაურობს.
ცნობილია, რომ Megan Thee Stallion მიმდინარე ტურნეთი, რომელიც მისი აქამდე გამოცემული ორი და მომავალი დისკის მხარდასაჭერად იმართება, კონცერტების სერიით ევროპაშიც წარდგება. ევროპული პერფორმანსების დეითები უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
ცნობისთვის, ტურნეს სახელწოდება Megan Thee Stallion-ის 2019 წლის სინგლიდან – Hot Girl Summer მომდინარეობს. სიმღერა ნიკი მინაჟთან და Ty Dolla Sign-თან კოლაბორაციაა.