LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა გიორგობიანი: „ჩემმა მეგობრებმაც გამიცრუეს იმედები. იყო მათი მხრიდან ინტრიგა და შური…“

1222
თათა-გიორგობიანი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი თათა გიორგობიანი.

თათა გიორგობიანის პირველი ნაბიჯები…

პატარა ვიყავი, როცა დედამ მიმიყვანა ცეკვაზე, ხატვაზე და მუსიკაზე, ის მუდამ ცდილობდა, ჩემი გონება გაემდიდრებინა სხვადასხვა გამოცდილებითა და უნარებით. 15 წლიდან ვმუშაობდი, ქუჩაშიც ვიდექი და ფლაერებს ვარიგებდი. ბევრი პროფესია გამოვიცვალე. ეს ჩემი დამოუკიდებლობისთვის საჭირო იყო. ერთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამა გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა ისიც მუდამ სწორ გზაზე მიმითითებდა ხოლმე. მინდოდა, დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ მაგარი გოგო ვიყავი, შემდეგ კი მივხვდი, რომ აღიარება არ მჭირდებოდა. ფსიქოლოგიური დავამთავრე, ყოველივე ამან ბევრი რამ დამანახვა და უამრავი რამ გადამაფასებინა.

სანამ აქამდე მოხვიდოდი, უამრავი ეტაპი გადალახე…

დიახ, თავიდან 40 ლარი იყო ჩემი ანაზღაურება. ვმღეროდი სხვადასხვა პაბში, ყინვაში, თოვლში, ზაფხულში, სიცხეში, მზეში, გარეთ ვმღეროდი. ჩემს ოჯახს რთული პერიოდები ჰქონდა. წინა მთავრობის დროსაც გვქონდა პრობლემები, რამდენიმე ბიზნესი წაგვართვეს. იყო მცდელობები, ჩემს ახლობლებს საციხოდაც გახდომოდათ საქმე, თუმცა იმ პერიოდისთვის ეს ხშირი პრეცედენტი იყო. სხვათა შორის, სირთულეებმა მასწავლა ფულის ყადრი, შემიძლია ფულის შეგროვებაც.

გელა გნოლიძემ აღმოგაჩინა…

დიახ, სწორ მომენტში, სწორ ადგილზე აღმოვჩნდი. გელას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა ჩემს ბენდს, კოლეგებს, თუმცა მანამდე იყო ბევრი იმედგაცრუება. ჩემმა მეგობრებმაც გამიცრუეს იმედები. იყო მათი მხრიდან ინტრიგა და შური. ისინი ჩემი ცხოვრებიდან თავისით წავიდნენ, თუმცა რთულია, როცა შენი ბავშვობა გენგრევა. ვინც ახლა მყავს ახლოს, მართალია, ბევრი არა, მაგრამ ღირებული, ისინი მე მაბედნიერებენ. ცნობადობამ მასწავლა, ვიცოდე, ვინ ვარ და რას ვიმსახურებ, თუმცა, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია.

შენ ზოგადად არ მიეკუთვნები იმ ცნობილ ადამიანებს, ვისაც პირადი ცხოვრება სააშკარაოზე გამოაქვს…

ვმალავდი ჩემს შეყვარებულს და რატომ მალავო, გამოვაჩინე და რატომ აჩენო, რას საჭიროა პირადის გამოაშკარავებაო. რაც უნდა ქნა, ვიღაც მაინც გაგაკრიტიკებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები