LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„74 წლის მერილ სტრიპი ისევ თხოვდება” –  მსახიობი ულამაზეს საქორწილო კაბაში ბრწყინავს

23387
მერილ სტრიპი

„74 წლის მერილ სტრიპი ისევ თხოვდება”, „მსახიობი მერილ სტრიპი პატარძლის როლში შეუდარებელია” – ამ სათაურებით და ახალი ფოტოებით მსახიობი ამჯერად ყველა წამყვანი გამოცემის გვერდზე მოხვდა.

ეს არა რეალური ქორწილი, არამედ ახალი სერიალის გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებია, სადაც მერილ სტრიპი მთავარ როლს ასრულებს. ეს გახლავთ სერიალი „მკვლელობა ერთ შენობაში“, რომლის მეოთხე სეზონში სტრიპი ოფიციალურად დაბრუნდა.

ამჯერად ცნობილია, რომ მთავარი გმირების, ლორეტისა და ოლივერის ქორწილის სცენას იღებენ. სერიალში მთავარ როლებს ასევე სტივ მარტინი, სელენა გომესი, მარტინ შორტი და ემი რაინი ასრულებენ.

ახალ ფოტოებზე 74 წლის ოსკაროსანი სტრიპი ულამაზეს თეთრი ფერის კაბაში ბრწყინავს და ფანტასტიკურად გამოიყურება.

74 წლის მერილ სტრიპის გაელვება „კანის კინოფესტივალზე“

74 წლის მერილ სტრიპი ცნობილ კომიკოსთან რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები