ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის 18 წლის ქალიშვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, „ცენტრალ- პარკში“, ველოსიპედით სეირნობის დროს გადაიღეს. გოგონა შესანიშნავად გამოიყურებოდა თეთრ, ნაქსოვ მაისურსა და წითელ შარვალში.
ცნობისთვის, სური დედასთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. საზაფხულო არდადეგების შემდეგ კი პიცბურგში გაემგზავრება, რათა „კარნეგი-მელონის“ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა.
შეგახსენებთ, კრუზს ქალიშვილი 11 წელია არ უნახავს. შვილთან ურთიერთობაზე თავად კრუზმა განაცხადა უარი. მედიის ცნობით, სურის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, კონორ კრუზსთან და იზაბელა კრუზთან, რომლებიც ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა ქორწინების დროს იშვილეს.
„11 წელია არ უნახავს“ – ტომ კრუზი გადაღებაზე იმ დღეს, როცა მის ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა
ტომ კრუზის მიერ მიტოვებული ქალიშვილი, 17 წლის სური ულამაზესი გოგონაა