ყველას გვახსოვს 1991 წელს ეკრანებზე გამოსული მელოდრამა „მოვკვდე ახალგაზრდა“, სადაც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს. ჯულია კინოსურათში მედდას განასახიერებს, რომელსაც მძიმე სენით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის მოვლა დაევალება. ფილმის მთავარ გმირებს დიდი გზის გავლა უწევთ ერთმანეთთან შესაგუებლად და ბოლოს ცხადია, ეს რთული გზა სიყვარულამდეც მიდის. ჯულიას პარტნიორი ამ ფილმში ქემბელ სკოტია. კინოსურათმა მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი, ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ქემბელ სკოტის კარიერა დღემდე აქტიურად გრძელდება, ასეთი ხმაურიანი როლი, მსახიობს არ ჰქონია. დღეს სკოტი 62 წლისაა. ისა აქტიურად არის დაკავებული რეჟისურით და ასევე ბევრი პროექტის პროდიუსერია.