LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: „ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სტრატეგიული ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“

122
ლევან დავითაშვილი

„ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ინვესტორის საკითხს, ამაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეც უშუალოდ, მუდმივი დიალოგი გვაქვს, მათ აქვთ სრული ინფორმაცია.

იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, ჩვენ გვყავს მეორე კომპანია, ასევე, რამდენიმე ქვეკონტრაქტორი. აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა.

ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა – ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები. ამიტომ ეს პროცესიც მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომლებზეც საჯაროდაც მქონდა საუბარი, რათა სრულად შესაბამისობაში იყოს მიღებული წინადადება ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან.

თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობას“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g