LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქართულ ჰიმნზე იყო ბულინგი, ეს ძალიან არ მომეწონა, თურქების 80 პროცენტი მაგას არ გააკეთებდა, ეს ალბათ გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა გააკეთეს, ბოდიში და ცოტა გოიმები არიან… მე პირადად ქართველებს ბოდიშს ვუხდი ამ საქციელისთვის“ – გაიცანით ქართულ-თურქული წყვილი საქართველო-თურქეთის მატჩიდან

264
წყვილი მატჩიდან

„ვგრძნობდი თურქულ სექტორში ჩემს შეძახილებზე აგრესიას, თუმცა ერთმა თურქმა გულშემატკივარმა საქართველოს გოლი მომილოცა“ – ამის შესახებ ქართველი სოფი კერესელიძე ჰყვება, რომელიც საქართველო-თურქეთის მატჩზე თურქი გულშემატკივრების სექტორში აღმოჩნდა.

სოფის თურქი მეუღლე ჰყავს, ოჯახი კი ისტორიული მატჩის საგულშემატკივროდ გრემანიაში თურქეთიდან გაემგზავრა.

წყვილი იხსენებს, რომ მათთვის ემოციური იყო საკუთარი ქვეყნების გუნდების გულშემატკივრობა. სოფი განსაკუთრებული ემოციით იხსენებს „პალიტრავიდეოსთან“ თურქეთის გოლების შემდეგ შეძახილებს და ამბობს, რომ თურქულ სექტორში ჯდომა მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

„ისტორიული მომენტი იყო, ვისხედით თურქულ სექტორში, ძალიან ვნერვიულობდი, მაკლდა ქართული ენერგეტიკა, იქ ჯდომა იყო ჩემთვის ძალიან რთული. თურქეთის გოლების შემდეგ იყო გამაყრუებელი ეს შეძახილები. ვგრძნობდი თურქულ სექტორში ჩემს შეძახილებზე აგრესიას, ერთმა თურქმა გულშემატკჯივარმა საქართველოს გოლი მომილოცა“ – იხსენებს სოფი კერესელიძე.

თავისი ემოციების შესახებ ჰყვება და ქართველებს ბოდიშს უხდის სოფის თურქი მეუღლე – აპი არსლანი. აპი არსლანი ამბობს, რომ არ მოეწონა თურქი გულშემატკივრების რეაქცია, ქართული ჰიმნზე:

„ძალიან ემოციური იყო, ვნერვიულობდით, თან წაგება არ მინდოდა. თურქულ ჰიმნზე ბევრი მღეროდა, გადაფარული იყო ჩვენი გულშემატკივრების ხმები. ქართულ ჰიმნზე იყო ცოტა ბულინგი, რაც ძალიან არ მომეწონა, თურქების 80 პროცენტი მაგას არ გააკეთებდა, ეს ალბათ გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა გააკეთეს, ბოდიში და ცოტა გოიმები არიან და მე პირადად ქართველებს ბოდიშს ვუხდი ამ საქციელისთვის“ – ამბობს აპი არსლანი.

„არ ინერვიულოთ, კარგად ვართ… არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ გენაცვალეთ თქვენს ქართველობაში“ – ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც თურქი გულშემატკივრების სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები