პარიზში, Vogue World Paris-ის ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს შორის გახლდათ 54 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი, რომელიც გლამურულ ღონისძიებაზე ატლასის ლურჯ, გრძელ კაბაში გამოცხადდა და როგორც ყოველთვის, გრაციოზულად გამოიყურებოდა.
ლეგენდარულ მოდელს თან არაბი მილიონერი, მოჰამედ ალ ტურკი ახლდა, ისინი გვერდიგვერდ მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ მედია ხშირად წერს მათ რომანზე, ინსაიდერები იმასაც იუწყებიან, რომ შესაძლოა ნაომის შვილების მამა, სწორედ არაბი პროდიუსერია. თუმცა, საზოგადოების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ნაომი და მოჰამედი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.
ვიდეო: გასეირნება მეტროში – ნაომი კემპბელი ვიდეოს ავრცელებს