ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
ხაჩიძე სთხოვს ხალხს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ცუდ კონტექსტში მოხსენიებას მოერიდონ.
„მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ – გთხოვთ, მოვერიდოთ ბიჭების სახელების ცუდ კონტექსტში მოხსენიებას, ეს აზიანებს ნაკრებს და ეს გვაზიანებს ჩვენ, როგორც ქვეყანას!
გთხოვთ, როგორც რიგითი ქართველი და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე!“ – წერს ზურა ხაჩიძე.