LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით, დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტნის წარმატებას ტაშს უკრავს…რა კარგი რამეა არქივი“ – რა ისტორიას იხსენებს ინგა გრიგოლია გურამ კაშიას შესახებ

1281
ინგა გრიგოლია

„ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ მიხარია“ – ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს და წლების წინ გადაღებულ თავის ფოტოს ავრცელებს, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებით მაისური აქვს მორგებული.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ ამ კონკრეტული, გურამ კაშიას მხარდამჭერი გადაცემის გამო, ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღო.

ფოტო: „შენ საუკეთესო ხარ… კაპიტნად დაბადებული… მიყვარხარ“ – როგორ ულოცავს დაბადების დღეს გურამ კაშიას მეუღლე

„ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ  მიხარია, რომ ის ხალხიც კი, ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით , დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტანის წარმატებას ტაშს უკრავს… ასე ალაგებს ხოლმე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე, როცა დრო გადის… მოთმინებაა მთავარი. რა კარგი რამეა არქივი.

2017 წელია თუ არ ვცდები… ფოტო გურამ კაშიას მხარდასაჭერი გადაცემიდანაა, მაშინ იმდენი მაგინეს ამ გადაცემის, მაისურის და გურამის სოლიდარობის გამო, არასოდეს მაგ დოზით რომ არ მიმიღია შეურაცხყოფა. ახლა მეღიმება … ხო, მაშინ ის ხალხიც დუმდა ან ილანძღებოდა, დღეს საფეხბურთო დისკუსიებშიც პოლიტიკურად რომ გვასწავლის ჭკუას“- წერს ინგა გრიგოლია.  

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იუბილარია. მას დღეს 37 წელი შეუსრულდა.

ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ…

Posted by ინგა გრიგოლია on ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g