LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთი მიწისძვრა გამოიწვია

226
Taylor-Swift-EarthQuake-1

ტეილორ სვიფტის კონცერტმა კიდევ ერთი მიწისძვრა გამოიწვია. შემთხვევა 9 ივლისს, ციურიხში მოხდა.

შვეიცარიული სეისმოლოგიური სერვისის განცხადებით, ძვრები ლეციგრუნდის სტადიონიდან 6 კილომეტრის რადიუსში მაშინ დაფიქსირდა, როცა არტისტი სცენაზე გამოვიდა, ფანები კი მას ოვაციებით შეეგებნენ. ლეციგრუნდის სტადიონზე მომღერლის კონცერტს, 50 000 მსმენელი დაესწრო.

,,აქტივობა სვიფტის ფანების სინქრონულმა მოძრაობამ, ან ხმის სისტემამ გამოიწვია”, – განმარტეს სეისმოლოგებმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, როცა შემსრულებლის კონცერტი სეისმური აქტივობის მიზეზი ხდება, აქამდეც დაფიქსირებულა. პირველად, მას ადგილი გასული წლის ივლისში, სიეტლში ჰქონდა. მეტიც, ეს მოვლენა ქსელში უკვე – ,,სვიფტისძვრის” სახელითაა ცნობილი.

ვიდეო: ტეილორ სვიფტის რეაქცია, როცა მოულოდნელად მსმენელებს შორის ბოიფრენდი შენიშნა

ვიდეო: ტეილორ სვიფტის სიმღერაზე აცეკვებული პრინცი უილიამის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები