LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუსტად ერთ თვეში მისი ოცდახუთი წლის იუბილეა, მის გარეშე კი მესამე დაბადების დღე და უკვე ძალიან ჭირს რომ წარმოვიდგენთ ამ დღეს“ – იზა ომაძე

397
იზა ომაძე ნიკო კვარაცხელია

იზა ომაძე შვილის ნიკო კვარაცხელიას შესახებ მორიგ პოსტს გვიზიარებს. ერთ თვეში ნიკოს 25 წლის იუბილეა.

იზა ომაძე წერს, რომ სულ უფრო ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ნიკო მესამე წელია, მარადისობაშია.

„სულ ვფიქრობთ, როგორი იქნებოდა ის ოცდახუთი წლის და Levan Gogitadze Art რა სწორი ხედვაა, ღვთისკენ მომზირალი და სამშობლოზე მოფიქრალი ნიკო🤍
ამიტომაც მოისურვა ეშმაკმა მისი ფუზიკური განადგურება, მაგრამ ვერც ნიკო მოკლა და ვერც მისი იდეა – მომავალი ახალგაზრდებისაა, ნიკო კი მარადისობაა…
“დიახ, ხედ მოვალ, მოვალ წვიმად, ისევ ზვარაკად!
მე სვეტიცხოველს შევერწყმები, ზეცად აწვდენილს,
მე იმიერში დავიმკვიდრე მარადისობა,
დედამიწაზე?
გელოდებით სვეტიცხოველში…”
P.S. ზუსტად ერთ თვეში მისი ოცდახუთი წლის იუბილეა, მის გარეშე კი მესამე
დაბადების დღე და უკვე ძალიან ჭირს რომ წარმოვიდგენთ ამ დღეს…
მაგრამ დარწმუნებული ვარ უფლის წყალობით, ქვეყანასაც დაადგება ნათელი და მის ვერაგულ მკვლელობასაც…
სვეტიცხოვლის მადლი გეწეოდეთ“, – წერს იზა ომაძე.

„დაბადების დღეს ჩემო გოგო! ცოტა ადამიანს ვიცნობ მისნაირს… ახლა ნიკოს გარეშე კიდევ უფრო გამოჩნდა მისი სიძლიერე, მიმტევებლობა და უნარი თმენისა“ – ნინო ზამბახიძე იუბილარ იზა ომაძეს ემოციურ პოსტს უძღვნის

ვიდეო: „დიახ ჰერიო, ჰერიო ბიჭებო.. ახალგაზრდები სამშობლოს სიყვარულისთვის ბევრს გაუძლებენ..“ – იზა ომაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები